Monday, December 3, 2012

იაკობ გოგებაშვილი
სასწავლო  პროექტის თემა: იაკობ  გოგებაშვილი-ბურჯი ეროვნებისა.
სამიზნე  ჯგუფი:  IV  კლასი 
განხორციელების  ვადები: 3  კვირა 
მნიშვნელობა  და  აქტუალურობა:
  • პროექტის  საშუალებით  მოსწავლეები  გაეცნობიან  იაკობ  გოგებაშვილის  ცხოვრებას,  მის  შემოქმედებას,  დააფასებენ  მის  ღვაწლს.
  •  მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდებათ  კვლევა - ძიების,  დამოუკიდებლად  და  ჯგუფურად  მუშაობის  კომუნიკაციის  უნარ -ჩვევები.
  •   მოსწავლეები  შექმნიან  კედლის  გაზეთს,  პლაკატებსა  და  მოძიებულ  ინფორმაციას  განათავსებენ  ვეპ-გვერდზე.
მიზნები  და  შედეგები: 
  •  პროექტის  მთავარი  მიზანია  ისეთი  სასწავლო  გარემოს  შექმნა,  რომელიც  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეთა  სხვადასხვა  აქტივობაში  ჩართულობას,  თეორიული  ცოდნის  პრაქტიკულთან  შეჯერებას.
  • პროექტის  განხორციელება  ხელს  შეუწყობს  კვლევა -ძიების,    კომუნიკაბელურობის,  შემოქმედებითი  უნარ -ჩვევების  გამომუშავებასა  და  განმტკიცებას.  
ესურსი  და  სასწავლო  მასალა:
  •  კომპიუტერი, პროექტორი,  ინტერნეტი,  ფოტო -აპარატი, ფორმატი, ფლომასტერები,  ფანქრები.
სამუშაო  ენა:  ქართული.
შეფასების  საგანი  და  პროცედურები:
  •  კომენტარებით  შეფასება.
  •  მოსწავლეთა  თვითშეფასება.
  • მოსწავლეთა  ურთიერთშეფასება.
წინასწარი  ცოდნა:  კომპიუტერის  გამოყენება.
სასწავლო  პროექტის  მსვლელობა: 
კლასში  სულ  არის  29  მოსწავლე.  დავყოფ  კლასს  ხუთ ჯგუფად.  თითოეულ  ჯგუფში  გაერთიანდება  6-6 მოსწავლე.  თითოეულ  ჯგუფს  ვაძლევ  დავალებებს შესაძლებლობების  პრინციპით.
I ჯგუფი-მოიძიონ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.
II ჯგუფი-მოიძიონ  იაკობ  გოგებაშვილის  შემოქმედება,  აიღონ  მათთვის სასურველი                                                                                                                                               ნაწარმოები და გაინაწილონ  როლები.
III ჯგუფი-მოიძიონ  ,,დედაენისა“  და  იაკობ  გოგებაშვილისადმი  მიძღვნილი  ლექსები.  
IV ჯგუფი-მოიძიონ  იაკობ  გოგებაშვილის  ცხოვრების  ეპიზოდები. 
V ჯგუფი-შექმნან  კედლის  გაზეთი.  
პრეზენტაციამდე  5-6  დღით  ადრე  მოსწავლეებს  წავიყვან  ექსკურსიაზე  სოფელ  ვარიანში,  სადაც  დაათვალიერებენ  იაკობ  გოგებაშვილის  სახლ - მუზეუმს, V  ჯგუფის  წევრები გადაიღებენ  ფოტოებს,  რაც  დაეხმარებათ  კედლის  გაზეთის  შექმნაში. დანიშნულ დღეს  თითოეული  ჯგუფი  გააკეთებს  მიცემული  დავალების  პრეზენტაციას.
ამის  შემდეგ  მოსწავლეებს  ვუჩვენებ  ფილმს ,,იავნანამ  რა  ჰქმნა?“  გავმართავთ  დისკუსიას  ფილმთან  დაკავშირებით:
·               რა  მოეწონათ  ყველაზე  მეტად?  რატომ?
·               რომელ  გმირთან  ისურვებდნენ  შეხვედრას?
·               რა  შეკითხვები  ექნებოდათ  მათთან?
პროექტის  ფასილიტატორი: ნინო კიკნაძე
ელ.ფოსტა; giorgigigashvili44@gmail.com