![]() |
იაკობ გოგებაშვილი |
სამიზნე ჯგუფი: IV კლასი
განხორციელების ვადები: 3 კვირა
მნიშვნელობა და აქტუალურობა:
- პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას, მის შემოქმედებას, დააფასებენ მის ღვაწლს.
- მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევა - ძიების, დამოუკიდებლად და ჯგუფურად მუშაობის კომუნიკაციის უნარ -ჩვევები.
- მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს, პლაკატებსა და მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ვეპ-გვერდზე.
- პროექტის მთავარი მიზანია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობას, თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან შეჯერებას.
- პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კვლევა -ძიების, კომუნიკაბელურობის, შემოქმედებითი უნარ -ჩვევების გამომუშავებასა და განმტკიცებას.
- კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფოტო -აპარატი, ფორმატი, ფლომასტერები, ფანქრები.
შეფასების
საგანი და პროცედურები:
- კომენტარებით შეფასება.
- მოსწავლეთა თვითშეფასება.
- მოსწავლეთა ურთიერთშეფასება.
სასწავლო
პროექტის მსვლელობა:
კლასში
სულ არის 29
მოსწავლე. დავყოფ კლასს
ხუთ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში
გაერთიანდება 6-6 მოსწავლე. თითოეულ
ჯგუფს ვაძლევ დავალებებს შესაძლებლობების პრინციპით.
I ჯგუფი-მოიძიონ იაკობ გოგებაშვილის
ბიოგრაფია.
II ჯგუფი-მოიძიონ იაკობ
გოგებაშვილის შემოქმედება, აიღონ
მათთვის სასურველი ნაწარმოები და გაინაწილონ
როლები.
III ჯგუფი-მოიძიონ ,,დედაენისა“
და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი
ლექსები.
IV ჯგუფი-მოიძიონ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდები.
V ჯგუფი-შექმნან კედლის გაზეთი.
პრეზენტაციამდე 5-6 დღით ადრე მოსწავლეებს წავიყვან ექსკურსიაზე სოფელ ვარიანში, სადაც დაათვალიერებენ იაკობ გოგებაშვილის სახლ - მუზეუმს, V ჯგუფის წევრები გადაიღებენ ფოტოებს, რაც დაეხმარებათ კედლის გაზეთის შექმნაში. დანიშნულ დღეს თითოეული ჯგუფი გააკეთებს მიცემული დავალების პრეზენტაციას.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენებ ფილმს ,,იავნანამ რა ჰქმნა?“ გავმართავთ დისკუსიას ფილმთან დაკავშირებით:

·
რა მოეწონათ
ყველაზე მეტად? რატომ?
·
რომელ გმირთან
ისურვებდნენ შეხვედრას?
·
რა შეკითხვები
ექნებოდათ მათთან?
პროექტის ფასილიტატორი: ნინო კიკნაძე
ელ.ფოსტა; giorgigigashvili44@gmail.com
პროექტის ფასილიტატორი: ნინო კიკნაძე
ელ.ფოსტა; giorgigigashvili44@gmail.com